საქართველოს მთავრობის
განკარგულება №256
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ობიექტების ესკიზური პროექტების, სხვა არქიტექტურული და საპროექტო მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს 2012 წლის ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტით ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში და ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის საკუთარი შემოსავლებით.
3. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურ მა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვა განახორციელოს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური