საქართველოს მთავრობის
განკარგულება №255
2012 წლის 14თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა უზრუნველყოს გუდაურში სასტუმროების ბაზრის განვითარების კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. შესყიდვა განხორციელდეს 2012 წლის ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტის ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
3. ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვა განახორციელოს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური