ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 869
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
სწრაფი კვების ავტომატების განსათავსებლად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობების აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეთ თანხმობა ქალაქ თბილისის საჯარო სკო ლებს სწრაფი კვების ავტომატების განსათავსებლად თავიანთ სარგებ ლობაში არსებული ფართობების აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით ფიზი კური ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის კანონ მდებ ლო ბით დადგენილი წესით გადაცემის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური