„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №801 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
866
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №801 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 866

2012 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №801 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2012 წლის 30 აპრილის № 801 განკარგულებაში შეტანილ იქნეს  ცვლი­ლება და დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                  ნ . გილაური

 

დანართი

 

„დანართი №1

იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტი

 

№

ძეგლის დასახელება

შესასრულებელი სამუშაოები

1

ქ. წყალტუბო

ქალაქის პარკების, შენობების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია

2

ქ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და ვანის ნაქალაქარის დამხმარე ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაცია

3

უბისის მონასტერი

მონასტრის ტურისტული და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობა

4

გელათის სამონასტრო კომპლექსი

მონასტრის ტურისტული და დამხმარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

5

კაცხის ეკლესია და სვეტი

ეკლესიის გალავნის, ეკლესიის, კელიებისა და სამრეკლოს აღდგენა-რეაბილიტაცია, დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

6

გორდი – დადიანების სასახლე

სასახლის და მიმდებარე პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია, გორდის კანიონის დასათვალიერებელი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობა.“.

 

კრებსითი — სრული ვერსია