„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-25
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.061.016086
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №21

  2014 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს  შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის გეოლოგიიის და მინერალური რესურსების სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის  2005 წლის 1 ივლისის №33 დადგენილებაში (აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო მაცნე №14,  08.07.2005 წ., მუხ.60) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის გეოლოგიის  და მინერალური რესურსების სააგენტოს  სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“.

 2. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                    ვ.  ყოლბაია

                                               

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია