„ადიგენი-ბეშუმის მიმართულებით 220 კვ ტექნიკური მონაცემების, ორჯაჭვიანი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და 110/35/10 ქვესადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის №1193 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
224
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ადიგენი-ბეშუმის მიმართულებით 220 კვ ტექნიკური მონაცემების, ორჯაჭვიანი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და 110/35/10 ქვესადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის №1193 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №224

2012 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 „ადიგენი-ბეშუმის მიმართულებით 220 კვ ტექნიკური მონაცემების, ორჯაჭვიანი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და 110/35/10 ქვესადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის №1193 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ადიგენი-ბეშუმის მიმართულებით 220 კვ ტექნიკური მონაცემების, ორჯაჭვიანი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და 110/35/10 ქვესადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 ივნისის №1193 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადიგენი-ბეშუმის მიმართულებით ერთჯაჭვიანი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და 110/35/10 კვ ქვესადგურის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტურიზმის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით ადიგენი-ბეშუმის მიმართულებით განხორციელდეს 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და 110/35/10 კვ ქვესადგურის მშენებლობა, რომლის 11,937 კმ-იანი მონაკვეთი იქნება ორჯაჭვიანი 220 კვ . ეგხ-ის გაბარიტებში, ხოლო დარჩენილი 8,337 კმ-იანი მონაკვეთი – ერთჯაჭვიანი 110 კვ . ეგხ-ის გაბარიტებში. აღნიშნული სამუშაოების უზრუნველსაყოფად:“;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2012 წლის 1 მაისამდე წარადგინოს ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების გამგეობებში მშენებლობის ნებართვისათვის საჭირო „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილებით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაცია.“.

პრემიერ-მინისტრი                                       ნ. გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია