„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული სვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს N66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
ს-132
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-26
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016070
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული სვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს N66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №ს-132

2014 წლის 24 მარტი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს №66 ბრძანებაში (გაზეთი „აჭარა“, №124 (22.868), 01.09.2007 წ., გვ. 4) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის დებულების (დანართი 3):

1. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება.“.

2. მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71. დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები

დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა საგრანტო/სასესხო პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით;

ბ) საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით მიმდინარე რეგიონული ეკონომიკური პროექტების მონიტორინგი და კოორდინირება;

გ) დონორი ორგანიზაციების შესახებ მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება მათი პროგრამების/პროექტების გათვალისიწინებით;

დ) საპროექტო წინადადებებისა და პრეზენტაციების მომზადება დონორთა კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით;

ე) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზნით სამუშაო ვიზიტების ორგანიზება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიდავით ბალაძე

კრებსითი — სრული ვერსია