„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №1417 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2067
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №1417 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2067

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №1417 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად , „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ივლისის №1417 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვისა და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყოს 340 001 (სამას ორმოცი ათას ერთი) ლარი.“.

პრემიერ - მინისტრი ბ . ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია