ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
838
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 838

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №6 განკარგულებით გამოყოფილი 190 000 (ას ოთხმოცდაათი ათასი) ლარიდან დარჩენილი ეკონომიით –50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით და „ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 6 მარტის №279 ბრძანებით გამოყოფილი 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარით, ჯამში 125 000 (ასოცდახუთი ათასი) ლარით, ანაკლიაში მშენებარე ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან შადრევნისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                              ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია