„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1990 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2062
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1990 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №206 2

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის № 1990 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის № 1990 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 480 000 (ოთხას ოთხმოცი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი;

ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 288 000 (ორას ოთხმოცდარვა ათასი) ლარი;

გ) თვითმმართველ ქ. ბათუმის მერიას 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარი.“ .

პრემიერ–მინისტრი  ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია