საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2059
2012 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სოციალური მომსახურების სააგენტოსა თვის „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვა ზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე– 7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე - სოციალური მომსახურების სააგენტოზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განისაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის არაუმეტეს 45 %-ით.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 -ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 ოქტომბრის № 1895 განკარგულება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – „ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის“ „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე “.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი