„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
16174
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2014-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016273
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 16174

2014 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.   „ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან / საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქცი ის“ (დანართი №1) 35-ე მუხლის 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 29. გრაფა 30 „საქონლის ადგილმდებარეობა” – საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დროებით შენახული საქონლის დეკლარირებისას გრაფაში აღინიშნება საქონლის შენახვის ადგილის ხუთნიშნა კოდი კლასიფიკატორის მე-12 ნაწილის შესაბამისად. საქონლის წინასწარი დეკლარირებისას გრაფაში აღინიშნება „SSGP99“ , ხოლო თუ ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილზე, გრაფაში აღინიშნება „AGR-99“. “.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                    ი. გვარამაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია