შპს „კურორტ ასპინძისათვის“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00963 ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
217
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „კურორტ ასპინძისათვის“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00963 ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №217

2012 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

შპ ს „კურორტ ასპინძისათვის“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00963 ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, საქარ­თვე­ლოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სა­მარ­თლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზ­რუნ­ველყოს შპს „კურორტ ასპინძისათვის“ გაცემული სასარგებლო წია­ღი­სეულის მოპოვების №00963 ლიცენზიაში ცვლილების განხორციელება, კერ­ძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული (თერმული წყალი) დღე-ღა­მეში 80 კუბ.მ ნაცვლად მოსაპოვებელი წიაღისეულის ოდენობა განი­სა­ზღვ­როს დღე-ღამეში 200 (ორასი) კუბ.მ. 

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შპს „კურორტი ასპინძა“ ლიცენ­ზი ­ა ­ში ცვლილების შეტანის შემდეგ თხუთმეტი კალენდარული დღის ვა­დაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილი ოდენობისა­თვის საქართველოს სა­ხელმ­წიფო ბიუჯეტში გადაიხდის 10 706 (ათი ათას შვი ­დას ექვსი) ლარს.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია