საქართველოს მთავრობის
განკარგულება №214
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს :
ა ) ყვარლის მუნიციპალიტეტის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ყვარელი–ყვარლის ტბის საავტომობილო გზის კმ 0+00 – კმ 2+240 მონაკვეთის რეაბილიტაციისა და მდ . დურუჯზე საავტომობილო სახიდე გადასასვლელის მშენებლობისათვის საჭირო საკონსულტაციო (საპროექტო) მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03) განსაზღვრული ასიგნებებიდან ;
გ ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე - 3 პუნქტის „დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად , ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება .
პრემიერ - მინისტრი ნ . გილაური