ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 810
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
მ. დავითაიას და ი. ნადირაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -4 მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა დავითაია და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ნადირაძე .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური