საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
528
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №528

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა (ს/ნ 203860642) „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე განცხადებით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს (ს/ნ 203860642) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე 2012 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება 1287540.72 ლარის ოდენობით. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (ს/ნ 203860642) განცხადებით ითხოვს 2012 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანების – 1287540.72 ლარის (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთას ორმოცი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ჩამოწერას.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის 11 ნაწილისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს (ს/ნ 203860642) ჩამოეწეროს 2012 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით რიცხული სალდირებული საგადასახადო დავალიანება სოციალურ გადასახადში – 1287540.72 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთას ორმოცი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა ამ განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის (ს/ნ 203860642) პირადი აღრიცხვის ბარათებზე შესაბამისი თანხების შემცირება.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური        

კრებსითი — სრული ვერსია