სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ აუქციონის) ფორმით რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით „ავტორიზებული პირის“ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
520
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ აუქციონის) ფორმით რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით „ავტორიზებული პირის“ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №520

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ‑აუქციონის) ფორმით რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით „ავტორიზებული პირის“ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების რეალიზაციის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აღნიშნული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით რეალიზაციისას, „ავტორიზებული პირის“ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია