„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის N218 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
514
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის N218 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №514

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის N218 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის N218 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისათვის შესყიდული წყლის პარკის მოწყობილობების აღმართვისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო, საზედამხედველო და სხვა სახის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ გადაურიცხოს 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი 8 000 000 (რვა მილიონი) ლარით გაზარდოს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ კაპიტალი.“.

პრემიერ-მინისტრი                                ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია