მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
502
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №502

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების და ქვე­ყანაში ენერგოუსაფრთხოების გამყარების მიზნით მუხურა–ტყიბუ­ლის და­ბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნ­ველსაყოფად:

ა) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საკუთა­რი სახსრებით უზრუნველყოს სათანადო საპროექტო და სამშენებლო სამუშაო­ების განხორციელება;

ბ) „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სამუშაოების შემჭიდროებულ ვა­დებ­­ში შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, „სახელმწიფო შესყიდ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვე­პუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორა­ციამ“ სა­ქონ­ლის, სამშენებლო სამუშაოებისა და მომსახუ­რების სახელმწიფო შეს­ყიდ­ვე­ბი განახორციელოს გამარტივებული შეს­ყიდვის საშუალებით;

გ) ზემოაღნიშნული გაზსადენის მშენებლობის პროექტის შემჭიდ­რო­­ე­ბულ ვადებში განხორციელების მიზნით ეთხოვოს ტყიბულის მუნიციპა­ლი­­ტეტის გამგეობას უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემა კა­ნონ­მდებლო­ბით დადგენილი წესით.

პრემიერ-მინისტრი                                                     ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია