საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ნინოწმინდაში გამავალი დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
803
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ნინოწმინდაში გამავალი დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 803

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ნინოწმინდაში გამავალი დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის  შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სა­მი­ნისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართვე­ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2012 წელს უზრუნველ­ყოს:

ა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხე­თის რესპუბლიკის საზღვარი)  საავტომობილო გზის ნინოწმინდაში გა­მა­ვალი დაზია­ნე­ბული მონაკვეთის სარეაბილიტაციო, საპროექტო და საზედამხედ­ვე­ლო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორ­ცი­ელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონის­ძი­ებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად;

დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული  სარეაბილიტაციო სა­მუ­შაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამ­ხედ­ველო მომსახურების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სა­ავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02)  და „საქარ­თველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შე­მოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტი­ვე­ბის კლების კვარტალური განწე­რის დამტკიცების თაობაზე“ საქარ­თვე­ლოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანე­ბით დამტკიცებული „გზების პერიო­დული შეკეთებისა და რეაბილიტა­ციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02 01) განსაზღვრული ასიგნე­ბებიდან.

პრემიერ - მინისტრი                                                      ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია