ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 802
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 27 აპრილის №05/9145) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში , საგარეჯოში, სოფელ მანავში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის (არასაცხოვრებელი გაშენების ფართობით – 102.8 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 3508 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი №55.09.57.018 ) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ .
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური