„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
800
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 800

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხ­ლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ“ საქართ­ველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში შე­ტანილ იქნეს ცვლილება და №4 დანართი ჩამო­ყა­ლიბ­დეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                                                     ნ . გილაური

 

 „დანართი  №4

 

კახეთის სარეაბილიტაციო ობიექტების დასახელება       

       

№

 

მუნიციპალიტეტის დასახელება

ქვეპროექტის დასახელება

1

თელავი

ბატონის სასახლის რეაბილიტაცია

2

 

ბატონის ციხის მუზეუმის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია

3

 

ბატონის ციხის ტერიტორიაზე სურათების გალერეის რეკონსტრუქცია

4

 

ბატონის ციხის ტერიტორიაზე ახალი მუზეუმის მშენებლობა

5

 

ილია ჭავჭავაძის გამზირის გზის საფარის რეაბილიტაცია

6

ახმეტა

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ტრადიციული სატრაპეზო სახლის მშენებლობა

7

საგარეჯო

ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის რეკონსტრუქცია

8

გურჯაანი

კურორტ ახტალის რეაბილიტაციის პროექტი

9

სიღნაღი

ბოდბის დედათა სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობა

10

ყვარელი

ყვარელში გამგეობის და ადმინისტრაციული შენობების, ციხის გალავნის, ჭავჭავაძის და კუდიგორის ქუჩების ღობეების და ჭიშკრების რეაბილიტაცია

11

 

ურბანული განვითარების სამუშაოები ყვარლის ქუჩებზე (ჭავჭავაძის და კუდიგორის ქუჩა)

12

 

ყვარლის ცენტრალური გზების რეაბილიტაცია (ჭავჭავაძის და კუდიგორის ქუჩა)“.

 

კრებსითი — სრული ვერსია