სსიპ – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
795
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 791

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2012 წელს უზრუნველყოს:

ა) მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული   საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება;

დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და  ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ - მინისტრი                                                                   ნ . გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია