საქართველოს მთავრობის
განკარგულება №177
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის # 26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადაეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქ. №12-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (საერთო ფართობი 3811 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 1922 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.24.05.084) .
2. განკარგულების შესრულების მიზნითსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური