„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №1/2012 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 06/02/2012, 010190030.15.008.016019) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) ,,ფ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ფ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი, მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის - აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით - ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის. საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზედაც უნდა განთავსდეს;”
ბ) ,,ჯ” პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჯ1” პუნქტი:
,,ჯ1) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს;”
2) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 და 162 პუნქტები:
,,161. უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 51-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების მიერ ამავე მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად გადაცემული, ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ ინფორმაციის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას, მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში.
162. უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 51-ე მუხლის 62 პუნქტით განსაზღვრული, ცესკოსათვის მაუწყებლის მიერ (რომელშიც სუბიექტმა შეიძინა სარეკლამო დრო) გადაცემული რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ მუხლის 61 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილ სარეკლამო დროში რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე ინფორმაციის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას, მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში.”.
|