„სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
745
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
„სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 745

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შე­საბამისად, „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონის­ძი­ე­ბათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცე­ბული №2 დანართის „ვაუჩერის დარიგებისა და ანაზღაურების წესის“ მე‑2 მუხლის მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია 2012 წლის 30 აპრილამდე პერ­სონიფიცირებული რეესტრით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს დაური­გოს ვაუჩერი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია