საქართველოს მთავრობის
განკარგულება №16 5
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1 . შპს „ ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS “ - ის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 19 მუხლის მე - 2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS “‑ს გადაურიცხოს 370 000 ( სამას სამოცდაათი ათასი) ლარი.
2. ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხით გაზარდოს შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“‑ის კაპიტალი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“‑ისთვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური