საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2055
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №205 5

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

სპორტის ცალკეულ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა , მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ `საქართველოს 201 2 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 644 300 (ექვსას ორმოცდაოთხი ათას სამასი ) აშშ დოლარის ეკ ვივალენტი ლარი , მათ შორის :

ა ) 487 400 (ოთხას ოთხმოცდაშვიდი ათას ოთხასი ) აშშ დოლარის ეკ ვივალენტი ლარი - „ლონდონის ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მომზადების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის № 850 განკარგულების მე -4 პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე , სპორტის ცალკეულ ოლიმპიურ სახეობებში 2012 წელს გამართულ ზოგიერთ სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული შედეგების მიხედვით , საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა , მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით;

ბ ) 156 900 (ას ორმოცდათექვსმეტი ათას ცხრაასი ) აშშ დოლარის ეკ ვივალენტი ლარი - `სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის #849 განკარგულების პირველი პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“, „ბ1.ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე , სპორტის ცალკეულ არაოლიმპიურ სახეობებში 2012 წელს გამართულ ზოგიერთ სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა , მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზით დაჯილდოების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი  ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია