საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2052
2012 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ გოკი და კომპანიას“ შორის არსებულ მორიგების აქტში ცვლილების შეტანის მოწონების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის „ზ“ და „ყ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20 07 წლის 28 ნოემბრის (საქმე №3/489-06) დამტკიცებულ მორიგებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მორიგების აქტის თანდართული პროექტი.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები .
პრემიერ -მინისტრი ბ. ივანიშვილი