|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2012, 280070040.10.003.016952) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან. |
|