„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
156
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №156

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 „გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის № 21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის № 21 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .“.

პრემიერ‑მინისტრი                                                  ნ . გილაური

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია