საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 200 8
2012 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აუცილებელი მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწი ფოებ რი ვი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელების მიზნით , საქართველოს თავ დაცვის სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2012 წლის 31 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საქართველოს თავ დაც ვის სამინისტროს აუცილებელი მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის № 1783 და „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აუცილებელი მომსახურებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 სექტემბრის № 1783 განკარგულებაში ცვლი ლე ბის შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 10 ოქტომბრის № 1855 განკარგულებები.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი