„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №92 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
152
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №92 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №152

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის  „საქართველოს 2012  წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №92 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამი­ნისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2012  წლის სახელმ­წი­­ფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთა­ვ­­რობის 2012 წლის 18 იანვრის №92 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„დ.ბ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს და­საქმებულთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის არა უმე­ტეს 50%-ით;“;

ბ) „ვ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შოთა რუსთა­ვე­ლის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა შტატგარეშე მომუშავეთა რაო­დე­ნობა განსაზღვროს არა უმეტეს 10 ერთეულით, ხოლო განსახორცი­ე­ლებელი პროგრამების ფარგლებში – 62 ერთეულით;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„ზ.ბ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს და­სა­ქმებულთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის არა უმე­ტეს 37%-ით;“.

პრემიერ-მინისტრი                                              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია