საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 200 2
2012 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 ივნისის № 1211 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა‑დევნილთა განსახლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 ივნისის № 1211 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 34 02 06) არაუმეტეს 70 000 (სამოცდაათი ათასი ) ლარი მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა განსახლების ღონისძიებებთან დაკავშირებული ტრანსპორტირებისა და სხვა საჭირო მომსახურების შესყიდვისათვის .“.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი