„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
450
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №450

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №121 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 01 03) გამოყოფილი ასიგნებებიდან ხილისა და ბოსტნეულის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოების სადემონსტრაციო ნაკვეთების მოსაწყობად, სასათბურე მეურნეობის რეაბილიტაციისათვის, ექსტენციის სადგურების/კვლევითი ცენტრების დაფუძნებისა და მექანიზაციის სერვისცენტრების დაარსების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნისა და მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის ღონისძიებების დაფინანსებისათვის 31 000 000 (ოცდათერთმეტი მილიონი) ლარის გადარიცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ ასიგნებებში ცვლილებების შეტანა.“.

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია