„ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
449
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №449

2012 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 „ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის №15 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქ. ახალციხის ისტორიული ნაწილის (რაბათის უბანი) სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალციხის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 19 000 000 (ცხრამეტი მილიონი) ლარი.“.

პრემიერ‑მინისტრი                                                             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია