,,ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1354 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1994
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1354 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1994

2012 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის № 1354 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1354 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 1 145 890 (ერთი მილიონ ას ორმოცდახუთი ათას რვაას ოთხმოცდაათი) ლარი , ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტების ფარგლებში განხორციელებული შემდეგი პროექტების თანადაფინანსებისათვის:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - დაბა ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩისა და მიმდებარე მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის;

 ცაგერის მუნიციპალიტეტი - მდინარე ცხენისწყლის ლასურიაშის ხიდთან ( I ეტაპი) ნაპირგამაგრებისათვის;

  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - მამათი-ძიმითის გზის მონაკვეთის რებილიტაციისათვის;

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - შუხუთი-აცანა-მამათის გზის მონაკვეთის რებილიტაციისათვის;

  გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტები - შიდა ქართლის რეგიონში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, საცხოვრებელი სახლების ნესტით დაზიანებული შიდა კედლების რეაბილიტაციისთვის.“.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია