„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22/01/2014, სარეგისტრაციო კოდი - 140130000.22.034.016271) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურევი პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.“
2. პირველი მუხლით დამტკიცებული №52 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაცია, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო, სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო.“
|