საქართველოს მთავრობის
განკარგულება №446
2012 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
სს „ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი – №204576887) „თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის“ ფარგლებში ლიანდაგის ზედნაშენისა და საკონტაქტო ქსელის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური