საქართველოს მთავრობის
განკარგულება №134
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
დ. ლომიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -4 მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად , საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე .
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური