საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1965
2012 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
გ. თაბუაშვილისა და დ. ებრალიძის საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 187 ‑ე მუხლის მე‑5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი თაბუაშვილი და დავით ებრალიძე .
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი