საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
110
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №110

2012 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე

1. „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­ თვე­ ლოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დამტკიცებული „ რეგიონებში წყალმომარაგების მხარდაჭერის ღონისძიებებით“ გათვალისწი­ ნებული ასიგნებების (ეკონომიკური კლასიფიკაციით – სუბსიდიები) შპს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ (შემდგომ­ ში – კომპანია) გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად, საქართვე­ ლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემ­ დგომში – სამინისტრო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შე­ საბამისად უზრუნველყოს „ თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაცი­ ული ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან.

2. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ, თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია