საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
109
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №109

2012 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 5 აპრილის №4485- Iს დად ­გენილებით რატიფიცირებული „საქართველოსა და აზიის განვითა­რე­ბის ბანკს შორის 2011 წლის 1 მარტს გაფორმებული „დაფინანსების ჩა­რ­ჩო - ხელშეკრულების“ (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობე­სების საინვესტიციო პროგრამა“ (,,საინვესტიციო პროგრამა“), საქარ­თველოს პარლამენტის 2011 წლის  3 ივნისის №4730- Iს დადგენი­ლე­ბით რატიფიცირებული „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 10 მაისს გაფორმებული ,,სასესხო ხელშეკ­რულების“ (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გა­უმ­ჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1)“ და საქართველოს ფინანსთა სა­მი­ნისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრას­ტრუქტურის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შპს „საქარ­თველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (შემ­დგომში – კომპანია) შორის 2011 წლის 30 ივნისს გაფორმებული „ქვესა­სესხო ხე­ლ­შეკრულების“ (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების სა­ინ­ვეს­ტიციო პროგრამა – პროექტი 1) და საქართველოს პარლა­მენტის 2011 წლის 9 დეკემბრის №5455- IIს დადგენილებით რატიფიცი­რე­ბული ,,სა­ქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 1 დეკემ­ბერს გაფორმებული „სასესხო ხელშეკრულების“ (სპეცი­ალური ოპერა­ციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინ­ვეს­­ტი­ციო პრო­გრამა – პროექტი 2)“ და საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს, სამი­ნისტროსა და კომპანიას შორის 2012 წლის 13 იანვარს გაფორმე­ბული „ქვესასესხო ხელშეკრულების“ (ურბანული მომსახუ­რების გაუმ­ჯო­ბე­სების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2) შესა­ბამისად:

1 . სამინისტრომ ,,საქართველოს 201 2 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „ურბანული მომსა­ხუ­­რების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალა­რი­ნების სექტორი) ( ADB)“ – გათვალისწინებული ასიგნებების „საბიუჯე­ტო სახსრები“ ეტაპობრივად გადაურიცხოს კომპანიას, კომპანიის წე­რი­ლობითი მოთხოვნის შესაბამისად.

2. სამინისტრომ კომპანიისათვის ამ განკარგულების პირველი პუნ­ქტით გათვალისწინებული „საბიუჯეტო სახსრების“ გადარიცხვის პრო­­ცე­დურების განსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმი­ნის­ტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნ­ქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს კომპა­ნიასთან „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელ­შეკ­რუ­ლების გაფორმება.

3. კომპანიას უფლება აქვს, მიღებული თანხებით განახორციელოს ხარჯები, რომელთა ანაზღაურება მოხდება რეტროაქტიული წესით.

4. სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნ­ქტით გათვალისწინებული „საბიუჯეტო სახსრების“ კომპანიის კაპი­ტა­ლ­ში შეტანა.

5. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მი­წო­დება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გა­და­რიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მო­თხოვნის შესაბამისად.

პრემიერ - მინისტრი                                                  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია