სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
403
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №403

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ უზრუნველყოს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის მიზნით სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შეღავათიანი საკრედიტო რესურსების მოძიება.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია