სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
402
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №402

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

 1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74  მუხლის საფუძველზე, სს „ალიანს ენერჯი“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუქსიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 10 480 (ათი ათას ოთხას ოთხმოცი) მ3 ანდეზიტო-ბაზალტისა და ტუფოგენების (ღორღი) მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

 


                                                                      

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. სს „ალიანს ენერჯიმ“ უზრუნველყოს:

ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

პრემიერ-მინისტრი                                                                       ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია