„ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2487 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
100
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-01-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2487 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 100

2012 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

 „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის № 2487 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუ­ხ ­ლის შესაბამისად, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის გა­ნხორ ­ცი ­ელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთა­ვრობის 2011 წლის 21 დეკემბრის № 2487 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 პუნ ­ქ­ტე ­ბი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კა­ნო ­ნის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა შპს „პა ­ლი ­­ას­ ­ტომი – 2004“-ს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განახორცი­ე­ლოს ბუ­­ნებრივი რესურსებით სარგებლობასთან (თევზის მოპოვება) დაკავ­ში­რებული საქმიანობა.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შპს „პალიასტომი – 2004“ მოპო­ვე­ბული რესურსისათვის გადაიხდის საქართველოს კანონმდებლო­ბით გათვალისწინებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკ­რე­ბელს და რეგულირების საფასურს.“.

2. განკარგულება ძალაშია 2011 წლის 21 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                         ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია