„ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მერის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2014-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-20
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016110
„ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №6

2014 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრის №61 ბრძანებით (გაზეთი „24 საათი“, 2009 წლის 10 იანვარი, №2, სარეგისტრაციო კოდი 010.260.030.38.101.012.607) დამტკიცებულ  ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) ამოღებულ იქნეს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის ,,თ.ა და ,,თ.გ“ ქვეპუნქტები.

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის ,,მ.ა“ და ,,მ.ბ“  ქვეპუნქტები.

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) სევდია უგრეხელიძე

კრებსითი — სრული ვერსია