შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 110311011, 18/03/2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016076) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 50-ე მუხლი:
„მუხლი 50. გარდამავალი დებულებები
2013-2014 სასწავლო წელს მე-12 კლასელების მიერ 2014 წლის 23 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით გაცდენები არ იანგარიშება 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“.
|