,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-19
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016279
,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №24

2014 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანებით (სსმ, 30/12/2013, 100110000.22.038.016251) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1.    48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დაწესებულების უფლებამოსილი პირის ნებართვით მსჯავრდებული, როგორც წესი, დაწესებულებიდან გადის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ არასამუშაო (შაბათი-კვირა) და უქმე დღეებში, თუ არ არსებობს დაწესებულებიდან დროებით გასვლის დამაბრკოლებელი გარემოება.”.

 

2.   48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: 

,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  ერთი დღის ათვლა იწყება დილის 10:00 საათიდან და მთავრდება მომდევნო დღის დილის 10:00 საათზე.”.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია