საქართველოს მთავრობასა და შპს „კავკასიის ენერგეტიკულ კომპანიას“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1940
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-11-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობასა და შპს „კავკასიის ენერგეტიკულ კომპანიას“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1940

2012 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და შპს „კავკასიის ენერგეტიკულ კომპანიას“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად შპს „კავკასიის ენერგეტიკული კომპანიის“ წინადადება (წერილის № 02/11, თარიღი: 06.11.2012) 2012 წლის 3 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაცია ამავე მემორანდუმის გაუქმების თაობაზე.

2. მიეცეს თანხმობა შპს „კავკასიის ენერგეტიკულ კომპანიას“ 2012 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და შპს „კავკასიის ენერგეტიკულ კომპანიას“ შორის დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტაზე და გაუქმებულად ჩაითვალოს აღნი შნული მემორანდუმი, ამავე მემორანდუმის 6.2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად – მხარეთა შეთანხმებით.

პრემიერ-მინისტრი                                         ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია